wm.ninos cxovreba
ana kalandaZis leqsis - "modioda nino mTebiT" mixedviTწმინდა ნინოს, ქართველთ განმანათლებლის, ცხოვრება მეტად საინტერესოა, რაც ყველა ქრისტიანმა, დიდმა თუ პატარამ, ქალმა თუ კაცმა, უნდა იცოდეს. წმინდა ნინომ უამრავი რამ გადაიტანა, ბევრი ცუდიც ნახა და ბევრი კარგიც. რაც მთავარია, იგი უფლის გზით ცხოვრობდა, ეს დაეხმარა უამრავი დაბრკოლების და სიძნელის გადალახვაში. წმინდა ნინოზე და მის ცხოვრებაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ უსასრულოდ, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ პატარა და ძალიან ლამაზ ლექსშია აღწერილი, რომლის ავტორიცაა ანა კალანდაძე. ალბათ, ყველა მიხვდით, რომ ეს ლექსია "მოდიოდა ნინო მთებით". ჩემი რეფერატიც სწორედ ამ თემას მინდა მივუძღვნა.
ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა…
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი…
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი…
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, –
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე…
მიეძინა… ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო…
გაეღვიძა… წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი…
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი…
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, –
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე…
მიეძინა… ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო…
გაეღვიძა… წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
"მოდიოდა ნინო მთებით" - ეს არაჩვეულეებრივი ლექსი ანა კალანდაძის შემოქმედების ერთ-ერთი ნაწილია, მასში გამოსახულია მე-4 საუკუნის მოვლენა, როდესაც საქართველო გაქრისტიანების გზაზე იდგა, წინ კი წმ.ნინო მიუძღვოდა. ამ ამბის შესახებ გადმოგვცემს უცნობი ისტორიკოსი, ის იმდენად ლამაზად აღწერს ამ მოვლენას, რომ ანა კალადაძემ გადაწყვიტა შეექმნა ლექსი, ლექსი რომელიც ჩვენთვის უკვე ცნობილია და რომლიც ყველას თუ არა, ბევრს მაინც ძალიან უყვარდა და უყვარს. "მოდიოდა ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი" ლექსის, ან მოთხრობის კითხვისას თითოეული ადამიანი თავისი ფანტაზიით წარმოიდგენს ყველაფერს და წარმოსახვაში ხდება იმ ამბის გმირი, ამ შემთხვევაში ანა კალანდაძეს ისე აქვს ლექსი შექმნილი, რომ ის გვეხმარება ყველაფრის წარმოდგენაში, ეს ყველაფერი კი ჩემთვის საჭიროა და ალბათ სხვისთვისაც. ავტორს ისე ლამაზად აქვს ყველაფერი აღწერილი, რომ როგორც არ უნდა ეცადო, ლექსს ან ისტორიას ვერანაირად ვერ შეცვლი უკეთესობისკენ. ლექსსში ყველაფერთან ერთად ნათლად ჩანს წმ.ნინოს შემოსვლის შესახებ ის, რომ მას ხელში ვაზის ჯვარი ეჭირა და იქვე წალკოტში ჩასძინებოდა. ამ ყველაფერს ავტორი უმატებს თავის ფანტაზიასაც და საბოლოოოდ იქმნება ლექსი, ლექსი რომელიც შეუდარებელია...
წმიდა ნინოს ცხოვრება არაერთი დიდი ქართველი მეცნიერის დაფიქრებისა და კვლევის საგანი გამხდარა და გახდება კიდეც მომავალში. რომ არა წმინდა ნინო, იქნებ სამუდამოდ დაფარული დარჩენილიყo ის ფაქტი, რომ პალესტინიდან მაცხოვრის ნათელი მთელ მაშინდელ მსოფლიოში ქართლს მოეფინა პირველად.
წმიდა ნინომ ქართლში მოსვლით, კვართის ამბის გამოძიებითა და გაცოცხლებით ყველა მსმენელს ნათესავითი ნათესავამდე, შვილითი შვილამდე სამი ერთმანეთიდან გამომდინარე მტკიცებულება შესთავაზა: 1. მაცხოვრის ჯვარცმით ებრაელობამ დაკარგა მადლი, 2. ეს მადლი რჩეული ებრაელების ხელით და უფლის ნებით გადმოეცა ქართველ ერს. ე. ი. გახდა რჩელი. 3. ახლად რჩეული ერი კი მეორედ მოსვლისას წარმოშობს მესიას თავისავე წიაღიდან, კერძოდ, ქართული სამეფო ოჯახიდან დაბადებს ქრისტეს.
წმიდა ნინოს ქართლში მოსვლა ნამდვილი ამბავია და მას უკვე ჭეშმარტ ფაქტად აღიარებს დღევანდელი ისტორიული მეცნიერებაც, მაგრამ, ვთქვათ, ასე არც იყოს, ვთქვათ, ლეგენდა იყოს, მერე რა?! ყველა ლეგენდა ხომ ნამდვილი ამბავია, ან მთელი ერის სულის სწრაფვად ქცეული გამონაგონი უდევს საფუძვლად, რაც, ასეთ შემთხვევაშ მართლის ტოლფასი და სულიერი სწრაფვის მაორიენტირებელ ნიშან-სვეტად ქცევის აქტია.
No comments:
Post a Comment