ჩემ შესახებ


    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის  საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ანა თითილოკაშვილი წარმოგიდგენთ თავის ნამუშევარს, რომელზეც გულდასმით მუშაობდა, რათა საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო.

   მე ამ თემაზე მუშაობამ ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა. ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს მოეწონებოდა და კმაყოფილი დარჩებოდა, ეკეთებინა ის, რაც თვითონვე გამოადგებოდა. ჩემთვის ეს არ იყო დამღლელი სამუშაო, რომელიც მხოლოდ კარგი ნიშნისთვის უნდა შემესრულებინა, არამედ უაღრესად სასიამოვნო და სახალისო შრომა ჩემივე არჩეულ თემაზე, ახალ-ახალ ინფორმაციებს ვაწყდებოდი და მიკვირდა, რატომ არ ვიცოდი ეს აქამდე. ბევრი ვიწვალე და ბევრიც ვისიამოვნე, საბოლოო ჯამში კი ნამუშევარი არც თუ ისე ცუდი გამოვიდა. ვფიქრობ, რომ არ მაწყენდა არც მე და არც ნებისმიერ ჩემს თანატოლს, ვაკეთოთ ისეთი რამ, რაც ჩვენთვისაც იქნება კარგი და სხვისთვისაც.

ამ ყველაფრისთვის კი მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემ აქტიურ და შრომისმოყვარე მასწავლებელს - რუსუდან გონაშვილს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკეთესად და ხალისით ვისწავლოთ და მინდა ვთხოვო, რომ ხშირად დაგვასაქმოს ასეთი გენიალური და მრავლისმომცემი საქმით! :)

No comments:

Post a Comment